• 2017-10-09

სუპერმარკეტების ბაზარზე სიახლეა, რომელიც 21 ივნისიდან აქტიურად გაშუქდა ქართული მედია საშუალებების მიერ. ვაკესა და ვაზისუბანში მდებარე ”სმარტის” ფილიალებში ”კარფური” გაიხსნება. 

”სმარტი” განვითარებას გააგრძელებს საწყის ფორმატში, საიდანაც დაიწყო. კერძოდ, მოხდება პატარა ფორმატის სუპერმარკეტების განვითარება. ”სმარტის” პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა განთავსებული იქნება ავტოგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე და ასევე, ავტობანებზე. ყველა პატარა ზომის სუპერმარკეტი, რომელიც ”სმარტმა” გახსნა საქართველოში მომგებიანია და აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესის ამ ფორმატში განვითარება ”ვისოლ ჯგუფისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ”ვისოლ ჯგუფსა” და ”კარფურს” შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, დამატებით ინვესტიციებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც შეიქმნება თანამედროვე ცენტრების მეშვეობით და რასაკვირველია, დამატებით სამუშაო ადგილებს. 25 მაისს ჩვენ უკვე პირველი პროექტი დავიწყეთ ”კარფურთან” გლდანში”, - განაცხადა ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.  

ქართულ მედიაში 2017 წელს სულ 14 მარკეტის აქტივობა გვხვდება. 

 

 

14 კომპანიიდან პირველი 5-ის მედია აქტივობა გაშლილია სენტიმენტების ჭრილში. პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებლის მიხედვით, „სმარტი“ პირველ ადგილზე, ასევე „სმარტია“ ის ერთადერთი სუპერმარკეტი, მოწინავე ხუთს შორის, რომელსაც 2017 წლის განმავლობაში, არ ჰქონია ნეგატიური მედია გამოხმაურება.

 ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებლის მიხევდით „ფრესკო“ ლიდერობს თემით: "თანამედროვე მონობის" ფაქტები, რომელზეც "ფრესკოდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა წერილი გაავრცელეს.

„ფურშეტი“ მეორე ადგილზეა ნეგატიური გამოვლინების მიხედვით, თემით: "ფურშეტს" 10-მილიონიანი დავალიანების გამო სასამართლოში უჩივიან".