• 2017-10-23

ფინანსური სექტორი საკმაოდ მძაფრი კონკურენციის პირობებში ვითარდება.
მიუხედავად რამდენიმე კომპანიის აშკარა დომინანტობისა, ყველა მოთამაშე საკმაოდ მრავალფეროვნად ცდილობს საკუთარი მომხმარებლის შენარჩუნებას და ახალი კლიენტების მოზიდვას. ზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყება საზაფხულო შეთავაზებები, რომელიც მომხმარებლამდე მედიის საშუალებით აღწევს.
მიმდინარე წლის საბანკო საზაფხულო შეთავაზებების მედია კომუნიკაცია შემდეგნაირ შინაარსს ატარებს.


ვითიბი ბანკი


ვითიბი ბანკის საზაფხულო აქციის ფარგლებში შესაძლებელია სესხის აღება დაბალი საპროცენტო განაკვეთით და სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, რაც გულისხმობს, რომ სესხის გადახდას იწყებთ სამი თვის შემდეგ. ამასთან ერთად ყველა მსესხებელს ვითიბი ბანკი საჩუქრად გადასცემს 3 თვის დაზღვევას. 


ფინკა ბანკი საქართველო


ფინკა ბანკმა სწრაფი სესხის ლიმიტის გაზრდაზე განაცხადა, 3 000 ლარამდე. საზაფხულო აქციით, სესხი 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით გაიცემა,
უზრუნველყოფის გარეშე, 2 წლამდე ვადით. როგორც ბანკში განაცხადეს 250 ლარის შემოსავლის მქონე მსესხებლისთვისაც ხელმისაწვდომია. წლიური განაკვეთი
ინდივიდუალურად განისაზღვრება. მინიმალური 9%-ია.


კრედო


კრედოს“ სააქციო შეთავაზება აქვს კონკურენტების კლიენტურისთვის. საზაფხულო რეფინანსირება, სალომბარდე სესხის 30%-იანი ფასდაკლებით გადაფარვას
გულისხმობს, ისე რომ მსესხებელს, გამოხსნილი დაგირავებულ ნივთების „კრედოში“ გადატანა აღარ მოუწევს. 


საქართველოს ბანკი


Express Bank -ი Student Card -ის 300 იღბლიანს 2 კვირაში გამოაცხადებს, ყველაზე მეტი Express ბონუსქულებით. ყოველ მათგანი GEMFEST-ის 3-დღიანი MULTIPASS ბილეთით დასაჩუქრდება. სტუდენტურინშესვენების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ლოიალობის პროგრამაც მოქმედებს, Express Bank -ის პარტიორების ჩართულობით.

Express Bank-ში საზაფხულო აქცია დაიწყო. Express სესხით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, მსესხებელი გაცემის საკომისიოსგან თავისუფლდება და დაფარვას 30 დღის შემდეგ იწყებს. სწრაფი სესხი 1000 ლარამდე მოცულობით გაიცემა. სტანდარტული პირობებით გაცემის საკომისიო 6.5%-ია.


ხალიკ ბანკი


ხალიკ ბანკმა Green Card-ი გამოიტანა საზაფხულო შეთავაზებით. საკრედიტო ბარათს, 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით, დამატებით ერთვება 3 თვიანი უპროცენტო პერიოდი და მსესხებელი შენატანებით (min 10%) პირდაპირ ძირს ფარავს. 


პროკრედიტ ბანკი


უკვე მეორე წელიწადია “პროკრედიტ ბანკი” საქართველო აგრძელებს ტრადიციას და კლიენტებისა და პარტნიორებისათვის საზაფხულო ღონისძიებას მართავს. გასულ წელს “პრო რიტმს” ქალაქ ბათუმმა უმასპინძლა. წელს კი, წვეულება თბილისში, თბილისის ზღვაზე გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის დაიგეგმა პირველად, ღია ცის ქვეშ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სომფონიური ორკესტრის მიერ გახმაურებული პროექტის “მსოფლიო კინომუსიკის შედევრები”-ს წარდგენა ბანკის მოწვეული სტუმრებისათვის. 


თიბისი ბანკი


თიბისი ბანკი ტექნიკის მაღაზიასთან “ელიტ ელექტრონიქსი” ერთად განვადების აქციას იწყებს. ბანკის ცნობით, აქციის ფარგლებში განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამტკიცების საკომისიოს და წინასწარი შენატანის გარეშე შეუძლია; განვადების ხანგრძლივობა 3-დან 12 თვემდე. განვადებით ნივთის შესაძენად საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განვადების დამტკიცების დრო – 15 წუთი. აქცია ვრცელდება კონდენციონერებსა და მაცივრებზე. აქცია ზაფხულის ბოლომდე გასტანს.