• 2017-11-24

აზიური ფაროსანა მიმდინარე სეზონის, სასოფლო სამეურნეო სფეროს, ნამდვილი ჰიტია. 2017 წელს, ქართულ მედიაში ჯერ კიდევ თებერვლიდან გამოჩნდა ფაროსანაზე ნიუსები, თუმცა ბუმი დაიწყო აგვისტოს თვიდან და მთელი გაშუქებული ინფორმაციის  81%, სწორედ აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში გავრცელდა, მედიაში, რომელიც მედია ტიპებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

გთავაზობთ, საინტერესო ამონარიდებს, ფაროსანასთან დაკავშირებით, მედიაში გაშუქებული ნიუსებიდან:

სამეგრელოში თხილის მავნებელმა ხალხი აქციებამდე მიიყვანა, აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში თხილის გარდა სიმინდიც დააზიანა.

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ეცნობა, EPPO აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას პირდება, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარებაში ავიაციაც ჩაერთვება.

ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური აღმოჩნდა, აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, აზიური ფაროსანას პოტენციური გადამტანი ის სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც დასავლეთიდან თბილისში შემოდის

ზამთარი მოსავლის გარეშე - ფაროსანასგან დაზარალებული სამეგრელოს მოსახლეობა მთავრობას ზიანის ანაზღაურებას სთხოვს, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 82 500 ჰექტარია დამუშავებული.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურფაროსანასწინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აზიურიფაროსანასგამო, ბათუმის ყველა საბავშვო ბაღმა მუშობა შეწყვიტა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების განმარტებით, მიზანი აღსაზრდელების უსაფრთხოების დაცვაა, რადგან დაგეგმილია ეზოების სპეციალური ხსნარებით დამუშვება.