• 2017-11-27

წლის ბოლო ახლოვდება და აქტუალური ხდება მედია აქტივობის შემაჯამებელი სტატისტიკა. მოცემულ სტატიაში ნახავთ, ნაადრევ მაჩვენებლებს, თუ როგორი მედია წელი ჩაატარეს ქართულმა, კომერციულმა ბანკებმა.

2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ქართული კომერციული ბანკების მედია აქტივობა ორი მიმართულებით წარიმართა. მსმენელი და მკითხველი გაეცნო ინფორმაციას ბანკების უშუალო საქმიანობასთან, ანუ ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით, როგორიცაა პროდუქტები, ფილიალების განახლება, საბანკო მაჩვენებლები და ოპერაციები და ა.შ.

მეორეს მხრივ, საბანკო სექტორი, აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, რომელიც არ არის კავშირში მის უშუალო საქმიანობასთან და ატარებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, საქველმოქმედო ხასიათს, ან თუნდაც პოლიტიკურ ჭრილშია გადაწყვეტილი.

სტატისტიკურად, გასული 10 თვის განმავლობაში, ბანკების საბანკო მედია აქტივობა გაშუქებული ინფორმაციის 69%-ით შეფასდა, ე.წ. არასაბანკო აქტივობა კი-31%-ით.

ცალკეული ბანკების შემთხვევაში, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბანკების თაობაზე გაშუქებული ინფორმაციის ტონი. თუ როგორ პოზიციონირდნენ ისინი მომხმარებლის გონებაში, პოზიტიურად თუ ნეგატიურად.

სტატისტიკის თანახმად, გასული 10 თვის განმავლობაში, თვის პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე ხშირად, 50% შემთვევებში, პაშა ბანკი ლიდერობს. მეორე 50 % კი სამ ბანკზე გადანაწილდა, ესენია: ფინკა ბანკი საქართველო, ტერაბანკი და ვითიბი ბანკი.

 

ნეგატიური გამოვლინების, ყოველთიური, მაჩვენებლის მიხედვით კი, 55% შემთვევებში, ქართუ ბანკია სიის სათავეში, დარჩენილი 45% კი ასევე სამ ბანკს აერთიანებს, ესენია: საქართველოს ბანკი, ტერაბანკი და ბანკი კონსტანტა.