|
სამომხმარებლო კმაყოფილების ხარისხი საქართველოში
ნეგატიურ რეიტინგში საკაბელო ტელევიზიის ინდუსტრია ლიდერობს
კომპანია აიფიემი იწყებს მომსახურების სფეროში ხარვეზების შესწავლას. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვიწყებთ სამომხმარებლო უფლებების თემის ერთი კონტექსტის (მომსახურების სფეროს ხარვეზების) შესწავლას საქართველოში. ამ ეტაპზე ანალიზისათვის მხოლოდ რამდენიმე ინდუსტრია შვარჩიეთ, მათ შორის რძის პროდუქტების წარმოება, სატელეფონო მომსახურების ინდუსტრია, საბანკო საფინანსო ინსტიტუტები, ხორცის წარმოება და ა.შ.
ფაქტია, რომ გარდა ბრუნვის მაჩვენებლებისა, სამომხმარებლო ბაზარზე წილისა და სამომხმარებლო კმაყოფილების ხარისხისა, ინდუსტრიების წარმატებას შეუფერხებელი, უხარვეზო მომსახურებაც უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით, დავაკვირდეთ არა მხოლოდ მომხმარებლის მარტივ რაოდენობას ან პროპორციებს, არამედ ხარვეზების რაოდენობასაც მომსახურების პროცესში, ვნახოთ რამდენად ხშირად უცვლიან მომხმარებლებს საკონტრაქტო პირობებს საბანკო ინსტიტუტები, რამდენად ხშირადაა რძის წარმოებაში ვადაგასული თუ გაფუჭებული პროდუქცია მაღაზიებში და ა.შ. და შესაბამისად ვნახოთ რამდენადაა სამომხმარებლო უფლებები დაცული საქართველოში.
|
|
|