„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ფარმაცევტული კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის პირველ კვარტალში ფარმაცევტულმა კომპანიებმა ტელევიზიაში განათავსეს 13 671 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 166 796 წამი, ხოლო გაწეულმა ინვესტიციამ 5 516 618 ლარი.
მოცემულ პერიოდში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „პე-ეს-პე“ 6 563 რგოლით, მეორე ადგილზეა „ავერსი“ 4889 რგოლით. გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის პირველ კვარტალში ფარმაცევტული კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამოს რგოლების რაოდენობა.

ყველაზე მეტი რგოლი (1737) „პე-ეს-პემ“ ტვ პირველზე განათავსა, „ავერსმა“ - იმედზე (2115), „ჯიპისიმ“ (1039) - იმედზე, „იმპექსმა“ (331) - რუსთავი 2-ზე. გრაფიკზე წარმოდგენილია ფარმაცევტული კომპანიების მიერ განთავსებული რგოლების რაოდენობა კონკრეტულ ტელევიზიებში.

მოცემულ პერიოდში ტელევიზიით ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 5 516 618 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია კომპანია „პე-ეს-პემ“ განახორციელა - 2 829 704 ლარი, მეორე პოზიციაზეა „ჯიპისი“ – 1 716 059 ლარი. გრაფიკზე წარმოდგენილია ფარმაცევტული კომპანიების მიერ ტელევიზიაში გაწეული დანახარჯები 2022 წლის პირველ კვარტალში.

News

Beer producer companies, TV, 2022

  • 2023-02-07

IPM continues monitoring of advertising market and this time offers Tv advertising statistics of beer companies.In 2022 beer companies placed 11 479 TV advertisements. The biggest number of ...

Juice sector, TV, 2022

  • 2023-02-01

IPM continues monitoring of advertising market and this time offers TV advertising monitoring of juice sector.In 2022 juice producer companies placed 17 697 TV advertisements. The biggest number ...