• 2022-06-29

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ სათამაშო ბიზნესის სარეკლამო სტატისტიკას.
2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ განათავსეს 206 421 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით 3 233 739 წამი, გაწეულმა ინვესტიციამ კი შეადგინა - 258 159 318 ლარი. სატელევიზიო გასვლებით პირველ პოზიციას „აჭარაბეთი“ იკავებს - 68 741რგოლი. მეორე ადგილზეა „კრისტალბეთი“ – 41 969 რგოლი.
სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

2021 წელს ტელევიზიაში სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით 258 159 318 ლარი დახარჯეს.
ყველაზე დიდი ინვესტიცია „აჭარაბეთმა“ განახორციელა, რომლის დანახარჯი მოცემულ პერიოდში 72 773 072 ლარს შეადგენს. გრაფიკზე წარმოდგენილია სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.