• 2020-09-28

„აიპიემის“ მედია მონიტორინგის გუნდი, ტრადიციულად, ბიზნეს კომპანიების, ზაფხულის შემდგომ გააქტიურებას, მედიის, როგორც საუკეთესო ინდიკატორის მეშვეობით აფასებს და გთავაზობთ სექტემბრის თვის სტატისტიკას. გთავაზობთ იმ 20 ბიზნეს კომპანიას, რომელთაც ყველაზე მეტი მედია გაშუქება გამოავლინეს. სია საკმაოდ მრავალფეროვანია ინდუსტრიების და მათი წარმომადგენლების თვალსაზრისთ. მოწინავე პოზიციაზე საბანკო სფეროა წარმოდგენილი და მოცემულ ოცეულში, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, 4 ბრენდით არის წარმოდგენილი. ასევე შეხვდებით, სატელეკომუნიკაციო, ფარმაცევტული, სამედიცინო, საავიაციო, სტუმარმასპინძლობის, კვების, მინერალური წყლების, სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიების მოთამაშეებს.
ქართულ მედია სივრცეში, ყველაზე აქტიური, პირველი 20 ბიზნეს კომპანია, ასე გამოიყურება:

წარმოდგენილი ოცეულიდან, პირველმა 10-მა კომპანიამ, 100 ინფორმაციაზე მეტი მოიცვა, სექტემბრის თვეში. მათი სენტიმენტალური პროფილი წარმოდგენილია ქვევით მოცემულ გრაფიკზე:

10 კომპანიიდან, 2-ის შემთხვევაში, არ გვხვდება ნეგატიური ან პოზიტიური აქტივობები. დარჩენილი 8 კომპანიიდან, მხოლოდ „ევექსის“ შემთხვევაში არ გვხვდება ნეგატიური გამოვლინებები. „კავკასუს ონლაინი“ ერთადერთია, რომლის სენტიმენტალური პროფილი უფრო ნეგატიური მიმართულებისაა, ვიდრე პოზიტიური. დანარჩენი კომპანიების შემთხვევაში, გადახრა ბალანსიდან, ყოველთვის პოზიტივის სასარგებლოდაა წარმოდგენილი.
პოზიტივის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა. ხოლო ნეგატივის- „კავკასუს ონლაინი“.
თიბისი ბანკის პოზიტივს მნიშნელოვნად განაპირობებს მისი აქტივობები, როგორც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების, ისე საბანკო სიახლეების
მიმართულებით.
„კავკასუს ონლაინის“ ნეგატივი, კომპანიის წარმომადგენლობასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის წარმოქმნილი გაუგებრობის შედეგი გახლავთ.