• 2021-03-02

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმ საჯარო უწყებათა სიაშია, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და რეზონანსული აქტივობებით წარმოჩინდება ქართულ მედიაში. განსაკითრებული ინტერესით სარგებლობს, უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თაობაზე. აუდიტის სამსახურის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ინსტიტუცია არ ერიდება კრიტიკული ინფორმაციის გახმაურებას, საჯარო სტრუქტურების ხარჯების ნაწილში, რაც საკმაოდ შრომისუნარიანად წარმოაჩენს სახელმწიფო აუდიტის როლს, ქვეყნის ბიუჯეტის კონტროლის თვალსაზრისით.

2020 წლის განმავლობაში, აუდიტის სამსახურს, ჯამურად 2556 სტატია და სიუჟეტი დაეთმო, ქართულ მედია სივრცეში. მედია ტიპებს შორის, ინფორმაციის გადანაწილება შემდეგ ხასიათს ატარებს:

წარმოგიდგენთ, მედიაში ყველაზე ხშირად მოხსენიებად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს.

2020 წლის ყველაზე პოპულარული ანგარიში ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშია, რომელსაც მნიშნელოვნად ჩამორჩება, დანარჩენ 5 ადგილზე გასული ყველა ანგარიში, მედიაში გამოვლინების რაოდენობის მიხედვით.