• 2022-02-23

კომპანია „ აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მონიტორინგს და გთავაზობთ 2021 წელს ტელევიზიაში სამშენებლო ბიზნესის აქტივობას.
2021 წელს სამშენებლო სექტორში აქტიურობდა 20-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც მიმდინარე წელს 35 119 რგოლი განათავსეს სატელევიზიო სივრცეში, ქრონომეტრაჟით - 982 554 წამი. მათ მიერ დახარჯულმა ინვესტიციამ შეადგინა 52 363 893 ლარი. სარეკლამო რგოლების განთავსების რაოდენობით პირველ ადგილზეა კომპანია „არქი“ 17 137 რგოლით, მეორე ადგილზეა „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ – 2 625 რგოლით, მესამეზე კი „გურუ ჰოლდინგი“ – 2 373.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს მსხვილი სამშენებლო კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა (სასპონსორო და
კომერციული რეკლამები).

2021 წლის მონაცემებით ტელევიზიით გასული რეკლამის ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „არქი“ 662 339 წამით, მეორე ადგილზე იმყოფება „გურუ ჰოლდინგი“ 64 036 წამით, მესამე ადგილზე კი განთავსდა კომპანია „NBG“ – 56 521.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს ტელევიზიით გასული რეკლამის ქრონომეტრაჟის პარამეტრები (სასპონსორო და კომერციული რეკლამები).

სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრში, როგორიცაა ინვესტიცია, ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით ლიდერობს კომპანია „არქი“ – 40 908 548 ლარი.
მეორე ადგილზეა „ემ კვადრატი“ – 2 740 843 ლარი. მესამე ადგილს კი იკავებს „გურუ ჰოლდინგი“ – 2 489 928 ლარი.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს სამშენებლო ბიზნესის მიერ გაწეული ინვესტიცია ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით.