• 2022-07-31

“აი ფი ემ” აგრძელებს სარეკლამოს ბაზრის მიმოხილვას და გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების მწარმოებელმა კომპანიებმა ტელევიზიაში განათავსეს 187 498 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 3 817 565 წამი, ხოლო გაწეულმა ინვესტიციამ 188 418 547 ლარი. აღნიშნულ პერიოდში მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს “Procter & Gamble” 163 732 რგოლით, მეორე ადგილზეა “Henkel” - 15 665. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

2021 წელს ტელევიზიაში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 188 418 547 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია „“Procter & Gamble” განახორციელა - 168 034 416 ლარი , მეორე პოზიციას „Henkel” იკავებს - 13 340 178 ლარი.
გრაფიკზე წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში გაწეული დანახარჯები 2021 წელს.