• 2022-09-21

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა ტელევიზიაში განათავსეს 4 667 სარეკლამო რგოლი. აქედან ყველაზე მეტი რეკლამა Mondelez-ს ეკუთვნის -2902 , მეორე ადგილზეა Ferrero- 1704 გასვლით. სურათზე ნაჩვენებია 2022 წლის მეორე კვარტალში შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

რაც შეეხება უშუალოდ შოკოლადის ბრენდებს, ყველაზე მეტი გასვლა მოცემულ პერიოდში Alpen gold-ს ჰქონდა (2096), მეორე პოზიცია Kinder-ს (845) უკავია. გრაფიკზე მოცემულია 2022 წლის მეორე კვარტალში შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო გასვლების რაოდენობა ბრენდების მიხედვით.

2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიაში შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 4 509 972 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა Mondelez-მა, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს -2 477 367 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2022 წლის მეორე კვარტალში.