• 2022-11-02

“აი ფი ემ” აგრძელებს სარეკლამოს ბაზრის მიმოხილვას და გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მესამე კვარტალში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიებმა ტელევიზიაში განათავსეს 7814 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 140 819 წამი, ხოლო გაწეულმა ინვესტიციამ 9 506 325 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „სამსუნგი“ - 2900 რგოლით , მეორე პოზიციაზეა „თერმო ცენტრი“ – 909, მესამე ადგილს კი „ბეკო“ იკავებს 884 რგოლით. გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მესამე კვარტალში საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრშიც ლიდერობს „სამსუნგი“, რომელმაც მოცემულ პერიოდში 55 971 წამის რეკლამა განათავსა, მეორე პოზიციაზეა „ბეკო“ – 25 051 წამით. გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მესამე კვარტალში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი.

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიაში აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 9 506 325 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია „სამსუნგმა“ განახორციელა - 4 883 575 ლარი, მეორე ადგილს „ბეკო“ იკავებს - 1 708 131. გრაფიკზე წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიების მიერ ტელევიზიაში გაწეული დანახარჯები 2022 წლის მესამე კვარტალში.