• 2022-12-08

ტელევიზიით 2022 წლის მესამე კვარტალში გაზიანი სასმელების კატეგორიაში სულ განთავსდა 54 601 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრმა შეადგინა 939 423 წამი. მათი განთავსება ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით კომპანიებს დაუჯდათ 59 451 559 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს „კოკა-კოლა“ – 32 470 რგოლით.
გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წლის მესამე კვარტალში გაზიანი სასმელების ბრენდების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

გაზიანი სასმელების კატეგორიაში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ასევე ლიდერობს „კოკა- კოლა“ - 545 190 წამით.
გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი გაზიანი სასმელების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან, ინვესტიციის პარამეტრშიც ლიდერია „კოკა-კოლა“, რომლის დანახარჯმა მესამე კვარტალში ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 33 790 504 ლარი.
გრაფიკზე ნაჩვენებია გაზიანი სასმელების ბრენდების მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2022 წლის მესამე კვარტალში.