• 2022-12-26

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ პრესის სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მესამე კვარტალში პრესაში კომპანიებმა სულ განათავსეს 141 სარეკლამო რგოლი, გაწეულმა ინვესტიციამ შეადგინა 46 638 ლარი. მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი რგოლი მედიცინის სექტორის წარმომადგენლებმა განათავსეს, მეორე ადგილზეა მედიკამენტების სექტორი. გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წლის მესამე კვარტალში პრესაში გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობა სექტორების მიხედვით.

მოცემულ პერიოდში პრესაში განთავსებულ რეკლამაზე ჯამში 46 638 ლარი დაიხარჯა, აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია სოციალური სექტორის წარმომადგენლებმა განახორციელეს - 9912 ლარი, მეორე პოზიციაზეა სამშენებლო სექტორი (9800), მესამეზე - მედიკამენტები (8546).