• 2022-12-26

ტელევიზიით 2022 წლის მესამე კვარტალში წვენების კატეგორიაში სულ განთავსდა 9 510 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 219 965 წამი. მათი განთავსება ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით კომპანიებს დაუჯდათ 12 559 002 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს „კაპი“ – 4878 რგოლით.
გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წლის მესამე კვარტალში წვენების ბრენდების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

წვენების კატეგორიაში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ასევე ლიდერობს „კაპი“ – 141 156 წამით.
გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი წვენების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან, ინვესტიციის პარამეტრშიც ლიდერია „კაპი“, რომლის დანახარჯმა მესამე კვარტალში ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 8 337 717 ლარი. გრაფიკზე ნაჩვენებია წვენების ბრენდების მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2022 წლის მესამე კვარტალში.