• 2023-01-16

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ავიაციის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას.
2022 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებმა რადიოში სულ 7667 სარეკლამო რგოლი განათავსეს. ყველაზე მეტი რგოლი AVIA.GE-მ განათავსა - 5945, მეორე ადგილზეა თურქეთის ავიახაზები - 1648, ბოლო პოზიციას ყატარის ავიახაზები იკავებს - 74. სურათზე ნაჩვენებია 2022 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლების სარეკლამო რგოლების რაოდენობა რადიოში.

AVIA.GE-მ ყველაზე მეტი რგოლი რადიო იმედში განათავსა (1799), ყატარის ავიახაზებმა რადიო პალიტრაზე (74), ხოლო თურქეთის ავიახაზებმა ფორტუნა პლიუსზე (831). გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლების მიერ კონკრეტულ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

2022 წელს რადიოში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა AVIA.GE-მ, რომელმაც მოცემულ პერიოდში სარეკლამო რგოლებზე 106 740 ლარი დახარჯა. გრაფიკზე ნაჩვენებია 2022 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლების მიერ რადიოში გაწეული ინვესტიცია.