2006 წელთან შედარებით, წიგნის კითხვაზე
დახარჯული დრო მკვეთრად არის შემცირებული.
გაინტერესებთ საშუალოდ, რა დროს უთმობენ წიგნის კითხვას ჩვენს ქვეყანაში? მიუხედავად იმისა, რომ წიგნის კითხვა ყველა ადამიანისთვის არ არის ყოველდღიური აქტივობა, მისი სიხშირე და წიგნის კითხვაზე დახარჯული დრო, ალბათ მაინც უფრო მცირეა, ვიდრე ივარაუდებდით. „აიფიემის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 30% თვეში ერთხელ მაინც კითხულობს წიგნს, მათგან კაცების 28% და ქალების 33%.

როგორც ჩანს, 34 წლამდე წიგნის კითხვაზე შედარებით მეტ დროს კაცები ხარჯავენ, ამ ასაკის შემდეგ კი ქალები უთმობენ მეტ დროს კითხვას. საერთო ჯამში, 1 წლის მანძილზე ქართველი წიგნის კითხვაში საშუალოდ 1 დღეს და 16 საათს ატარებს.
მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ ვიანგარიშებთ, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლის ადამიანს საშუალოდ, 82 დღე აქვს გატარებული წიგნის კითხვაში. შედარებისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ - მაშინ, როცა წიგნის კითხვაზე 65 წლისთვის 3 თვეც არ გვაქვს დახარჯული, ტელეფონზე საუბარში ამ ასაკში 1 წელი და 58 დღე გვაქვს გატარებული. ეს დრო წიგნის კითხვაზე დახარჯულ დროზე 5-ჯერ მეტია. „აიფიემ კვლევების“ მიერ 2006 წელს განხორციელებული ანალოგიური კვლევის მონაცემების შედარება 2018 წლის შედეგებთან, გვიჩვენებს, რომ წიგნის კითხვაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დრამატულად არის შეცვლილი. 2018 წელს ამ აქტივობაზე დახარჯული დრო გაცილებით მცირეა, ვიდრე 2006 წელს.

 

სიახლეები

სადაზღვევო სექტორი - რადიო, 2021 წელი

  • 2022-05-13

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ რადიოში სადაზღვევო კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა რადიოში...

კოსმეტიკა, ტელევიზია - 2021 წელი

  • 2022-05-06

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კოსმეტიკის სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 20 55...