ბოლო 12 წლის განმავლობაში კაფეებსა და რესტორნებში
გართობის მიზნით დახარჯული დრო გაზრდილია.


„აიფიემ კვლევებმა“ 1200 ადამიანი გამოკითხა ქვეყნის მასშტაბით, რათა გაერკვია, რა სიხშირით დადიან კაფეებსა და რესტორნებში ქართველები გართობის მიზნით. გამოკითხვის შედეგებს მოცემულ სტატიაში შეიტყობთ. როგორც კვლევამ გამოავლინა, რესპონდენტების 42% თვეში ერთხელ მაინც დადის კაფეში ან რესტორანში გართობის მიზნით. მათგან ამგვარ დაწესებულებებს, საშუალოდ, თვეში 3-ჯერ სტუმრობს. 1 ჯერზე ადამიანი კაფეში/რესტორანში საშუალოდ, 1 საათს და 50 წუთს ატარებს.
როგორც აღმოჩნდა, კაფეებსა და რესტორნებში კაცები ქალებზე დიდ დროს ატარებენ. ეს ტენდენცია შესამჩნევია ყველა ასაკში. კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ რესპონდენტები კაფეებსა და რესტორნებს ყველაზე დიდი ხნით ახალგაზრდა ასაკში სტუმრობენ. გართობის მიზნით ამ დაწესებულებებში ყველაზე დიდ ხანს 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები ატარებენ. ასაკთან ერთად კაფეებსა და რესტორნებში ვიზიტის დრო იკლებს.

წლის განმავლობაში, 18-დან 34 წლამდე ადამიანები, გართობის მიზნით, დაახლოებით, 32 დღეს ატარებენ მსგავს ადგილებში.  საბოლოო ანგარიშით, 65 წლის ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში ამ მიზნით კაფეებსა და რესტორნებში 87 დღემდე აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ 2006 წელთან მიმართებაში ამ აქტივობაზე დახარჯული დრო შედარებით გაზრდილია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც მსგავსი დაწესებულებების სიმრავლით, პოპულარობის მატებით და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებით შეიძლება აიხსნას. დასაშვებია ისიც, რომ ამ მონაცემის ზრდაზე მეგობრებთან/ნაცნობებთან პირისპირ კომუნიკაციის კულტურის ცვლილებას ემოქმედა. ეს ცვლილება ოჯახურ გარემოში ვიზიტების სწორედ მსგავს დაწესებულებებში შეხვედრებით ჩანაცვლების ტენდენციას გულისხმობს.

სიახლეები

სადაზღვევო სექტორი - რადიო, 2021 წელი

  • 2022-05-13

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ რადიოში სადაზღვევო კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა რადიოში...

კოსმეტიკა, ტელევიზია - 2021 წელი

  • 2022-05-06

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კოსმეტიკის სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 20 55...