სტუდენტებს საქართველოში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი სასწავლო პროგრამებით სხვადასხვა
ქვეყნების უნივერსიტეტებში ისწავლონ. ამ შესაძლებლობას ყველა სტუდენტი არ ან ვერ იყენებს. ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება, სწავლის გეგმები და დაბრკოლებები ამ სტატიის თემაა. 1 როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და მსგავსი გეგმები არც აქვს.

იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც დაასახელეს. ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზი ფინანსური პრობლემებია (16%), ასევე უცხო ენის არასაკმარისი ცოდნა (11%) და შერჩეულ საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული რეგულაციები, როგორიცაა ვიზა და ა.შ. (10%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).

სიახლეები

სადაზღვევო სექტორი - რადიო, 2021 წელი

  • 2022-05-13

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ რადიოში სადაზღვევო კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა რადიოში...

კოსმეტიკა, ტელევიზია - 2021 წელი

  • 2022-05-06

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ კოსმეტიკის სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 20 55...