ქართველი სტუდენტების 36,9% მიიჩნევს, რომ მათ მშობლებს
(ძალიან) კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, 39,8%-ის აზრით საშუალო,
ხოლო 23,4%-ის შეფასებით (ძალიან) ცუდი.

საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტის მიხედვით, რომელიც ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან ჩატარდა, გამოკითხულმა სტუდენტებმა უპასუხეს კითხვებს მშობლების განათლების და ფინანსური სტატუსის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა ქართველმა სტუდენტებმაც მიიღეს, რაც მათი პასუხების სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტების პასუხებთან შედარების საშუალებას გვაძლევს.

აღმოჩნდა, რომ 30-მდე ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებიან მშობლების უმაღლესი განათლების მაჩვენებლით. ქართველი სტუდენტების 66,4%-ის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება. სქესის მიხედვით ქართველი სტუდენტების მშობლების საგანმანათლებლო სტატუსის ანალიზი აჩვენებს, რომ უფრო მეტად მამებს აქვთ უმაღლესი განათლება (57,4%), ვიდრე დედებს (52,7%).

სტუდენტებმა შეაფასეს მშობლების ფინანსური სტატუსიც. მათი შეფასებით, მშობლების 36,9%-ს აქვს კარგი ან ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. ქართველ სტუდენტებთან შედარებით, ნაკლები სტუდენტი აფასებს მშობლების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც „კარგს“ ან „ძალიან კარგს“ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა: გერმანია (26,3%), დანია (34,2%), ირლანდია (24,8%) და სხვ.

 

სიახლეები

არაალკოჰოლური სასმელები, ტელევიზია, 2021 წლის მეორე კვარტალი

  • 2021-10-08

ტელევიზიით 2021 წლის მეორე კვარტალში სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 65 184 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით - 1117515 წმ. განვიხილოთ არაალკოჰოლური სასმელების სექტორში რა პოზიციები უკ...

კომპანიები მედიაში, 2021 წელი

  • 2021-09-23

„აიპიემის“ მედია მონიტორინგის გუნდი, ბიზნეს კომპანიების აქტიურობას 2021 წელს, მედიის, როგორც საუკეთესო ინდიკატორის მეშვეობით აფასებს და გთავაზობთ მიმდინარე წლის გასული პერიოდის ს...