კომპანია „აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო მონიტორინგის კვლევას. გთავაზობთ 2020 წლის პირველ კვარტალში მასმედიის საშუალებების მიერ რადიოში განთავსებული რეკლამის მონიტორინგის შედეგებს.

მოცემულ პერიოდში, რადიოში, მასმედიის სფეროს წარმომადგენლებმა განათავსეს 5226 სარეკლამო რგოლი.

რეიტინგში ლიდერობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც რადიოში 818 რგოლი განათავსა, მეორე ადგილზეა „პალიტრა ელ“ 763 რგოლით, მესამეზე - გაზეთი „ლელო“ 730 გასვლით.

გრაფიკზე ნაჩვენებია მასმედიის საშუალებებში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა 2020 წლის პირველ კვარტალში.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს გამომცემლობა „პალიტრა ელ“, რომელმაც 2020 პირველ კვარტალში, რადიო სივრცეში 15392 წამის სარეკლამო რგოლები განათავსა.
მეორე პოზიციაზეა ჟურნალი „მკურნალი“ – 12313 წამით, უკანასკნელ ადგილს კი „ეიჩარ.ჯი“ იკავებს - 16 წამი.

გრაფიკზე ნაჩვენებია 2020 წლის პირველ კვარტალში მასმედიის სფეროს წარმომადგენლების მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი.

ყველაზე მნიშნელოვან ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 27217 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მეორე ადგილზეა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – 26155 ლარით, უკანასკნელ პოზიციას კი „დიგიტალ ტვ“ იკავებს - 5775 ლარით.

გრაფიკზე მოცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში მასმედიის საშუალებების მიერ რადიოში განხორციელებული ინვესტიცია.

სიახლეები

ნავთობკომპანიები მედიაში, 2021 წელი

  • 2021-11-29

2021 წელი მიწურულს მიუახლოვდა და როგორც სჩანს, წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ამაფორიაქებელი მედია თემა, უდავოდ იქნება საწვავის ფასების რეკორდული ზრდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ანტი რ...

არჩევნები 2021- პოლიტიკური პარტიების სარეკლამო აქტივობა

  • 2021-11-26

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გაშუქებას და ამჯერად გთავაზობთ 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ სარეკ...