ტელევიზიით 2021 წლის მეორე კვარტალში სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 65 184 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით - 1117515 წმ. განვიხილოთ არაალკოჰოლური სასმელების სექტორში რა პოზიციები უკავიათ სფეროს წარმომადგენლებს. 2021 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით აღნიშნულ სექტორში რეკლამა განათავსა 16-მა კომპანიამ. გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების რაოდენობა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

რაოდენობის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „COCA COLA“, რომელმაც მოცემულ პერიოდში ტელევიზიაში 19 488 სარეკოლამო რგოლი განათავსა, მეორე ადგილზეა“
JACOBS DOUWE EGBERTS“ – 16 504 რგოლით. არაალკოჰოლური სასმელების სექტორში, ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „NATAKHTARI“, რომელმაც ტელევიზიით 406 554 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა.
გრაფიკზე ნაჩვენებია, სარეკლამო რგოლების ქრონომეტრაჟი, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების კატეგორიაში.

ყველაზე მნიშვნელოვან, ინვესტიციის პარამეტრში ლიდერობს კომპანია „NATAKHTARI“, რომლის დანახარჯმა მოცემულ კვარტალში ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით შეადგინა 28 059 562 ლარი. მეორე ადგილზეა „COCA COLA“ – 24 741 986 ლარით.
გრაფიკზე ნაჩვენებია არაალკოჰოლური სასმელები სექტორში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2021 წლის მეორე კვარტალში.

 

სიახლეები

ნავთობკომპანიები მედიაში, 2021 წელი

  • 2021-11-29

2021 წელი მიწურულს მიუახლოვდა და როგორც სჩანს, წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ამაფორიაქებელი მედია თემა, უდავოდ იქნება საწვავის ფასების რეკორდული ზრდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ანტი რ...

არჩევნები 2021- პოლიტიკური პარტიების სარეკლამო აქტივობა

  • 2021-11-26

„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გაშუქებას და ამჯერად გთავაზობთ 2021 წლის მესამე კვარტალში პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ განხორციელებულ სარეკ...