„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საბანკო სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიაში ბანკების კატეგორიაში სულ გავიდა 2 706 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 67 853 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ - 5 992 139 ლარი.
მოცემულ პერიოდში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „თიბისი ბანკი“ 1394 რგოლით, მეორე პოზიციაზეა საქართველოს ბანკი“ – 1159 რგოლი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მესამე კვარტალში ბანკების კატეგორიაში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

 

მოცემულ პერიოდში „საქართველოს ბანკმა“ ყველაზე მეტი რგოლი (766) „პირველ არხზე“ განათავსა, „თიბისი ბანკმა“ – 722 რგოლი „რუსთავი 2-ზე“.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მე-3 კვარტალში ბანკების მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა კონკრეტულ ტელევიზიებში.

 

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „თიბისი ბანკი“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიაში 39 284 წამის სარეკლამო რგოლები განათავსა. მეორე ადგილზეა
„საქართველოს ბანკი“ – 27 092 წამით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიაში ბანკების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

 

მოცემულ პერიოდში ტელევიზიით საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 5 992 139 ლარი.
აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა „თიბისი ბანკმა“ – 3 641 548 ლარი, „საქართველოს ბანკის“ დანახარჯი შეადგენს - 2 350 591 ლარს. „ბაზის ბანკს“, ვითიბი ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ სასპონსორო რგოლები ჰქონდა.

გრაფიკზე წარმოდგენილია ბანკების დანახარჯები 2021 წლის მესამე კვარტალში.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...