„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ჰიგიენის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიაში ჰიგიენის სექტორში სულ გავიდა 50 070 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 1062327 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ - 66 799 488 ლარი. მოცემულ პერიოდში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „PROCTER & GAMBLE“ - 22334 რგოლით, მეორე პოზიციაზეა „LOREAL“ - 7717 რგოლი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მესამე კვარტალში ჰიგიენის სექტორში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „PROCTER & GAMBLE“, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ტელევიზიაში 502798 წამის სარეკლამო რგოლები განათავსა. მეორე
ადგილზეა „LOREAL“ – 167621 წამით. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიაში ჰიგიენის სექტორის მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

მოცემულ პერიოდში ტელევიზიით ჰიგიენის სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით
სულ დახარჯეს 66 799 488 ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა „PROCTER & GAMBLE“ – 28 792 860 ლარი, მეორე პოზიციაზეა „LOREAL“ - 13 804 518. გრაფიკზე წარმოდგენილია ჰიგიენის სექტორის დანახარჯები 2021 წლის მესამე კვარტალში.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...