„აი ფი ემ“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ფარმაცევტული კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს ფარმაცევტულმა კომპანიებმა ტელევიზიაში განათავსეს 51 341 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 754 566 წამი, ხოლო გაწეულმა ინვესტიციამ 42 994 732 ლარი. მოცემულ პერიოდში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „პე-ეს-პე“ 19749 რგოლით, მეორე ადგილზეა „იმპექსი“ 16535 რგოლით.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს ფარმაცევტული კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამოს რგოლების რაოდენობა.

ყველაზე მეტი რგოლი (5204) „პე-ეს-პემ“ მთავარი არხზე განათავსა, „ჯი-პი-სიმ“ - რუსთავი 2-ზე (1666), „ფარმადეპომ“ - იმედზე (620), „იმპექსმა“ - რუსთავი 2-ზე (5900),
„ავერსმა“ მთავარ არხზე (5266), ხოლო დოიჩე აფთიაქმა - მაესტროზე (93). გრაფიკზე წარმოდგენილია ფარმაცევტული კომპანიების მიერ განთავსებული რგოლების რაოდენობა კონკრეტულ ტელევიზიებში.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „პე-ეს-პე“, რომელმაც 2021 წელს 283 530 წამის რეკლამა განათავსა ტელევიზიაში. მეორე პოზიციას იკავებს „იმპექსი“ 261 428 წამით. გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს ფარმაცევტული კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამოს რგოლების ქრონომეტრაჟი

მოცემულ პერიოდში ტელევიზიით ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის
მიხედვით სულ დახარჯეს 42 994 732 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია კომპანია „იმპექსმა“ განახორციელა - 19 641 422 ლარი, მეორე პოზიციაზეა „პე-ეს-პე“ – 10 222 720 ლარი.
გრაფიკზე წარმოდგენილია ფარმაცევტული კომპანიების მიერ ტელევიზიაში გაწეული დანახარჯები 2021 წელს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...