„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ღვინის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას.
2021 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა რადიოში სულ 2 025 სარეკლამო რგოლი განათავსეს. აქედან ყველაზე მეტი რეკლამა „ჩიგოგიძის ღვინოს“ ეკუთვნის - 1245, მეორე ადგილზეა „თველისი“ – 447. სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

„ჩიგოგიძის ღვინომ“ ყველაზე მეტი რგოლი „ავტო რადიოზე“ განათავსა (576), რთველისმა „რადიო იმედზე“ (447), „თელავის ღვინის მარანმა“ „ფორტუნაზე“ (333). სურათზე ნაჩვენებია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ რადიოებში განთავსებული რეკლამის რაოდენობა.

2021 წელს რადიოში ღვინის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 100 656 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ჩიგოგიძის ღვინომ“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 68 321 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ რადიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2021 წელს.

 

სიახლეები

შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022 2Q

  • 2022-09-21

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული სფეროს წარმომად...

ყავის კატეგორია, ტელევიზია, 2022 წლის Q2

  • 2022-09-12

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ყავის ინდუსტრიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წლის მეორე კვარტალში ყავის სფეროს წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 12...