„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.
2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში განათავსეს 11 479 სარეკლამო რგოლი. აქედან ყველაზე მეტი რეკლამა „ზედაზენს“ ეკუთვნის - 6 390, მეორე
ადგილზეა „ნატახტარი“- 3 064 გასვლით. სურათზე ნაჩვენებია 2022 წელს ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში პირველ პოზიციას „ზედაზენი“ იკავებს, რომელსაც მოცემულ პერიოდში 100 776 წამის გასვლა ჰქონდა, მეორე ადგილზე „ნატახტარი“ – 84
090 წამით.
სურათზე ნაჩვენებია 2022 წელს ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2022 წელს ტელევიზიაში ლუდის მწარმოებელმა კომპანიებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 14 654 672 ლარი. აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ზედაზენმა“, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 7 262 291 ლარს.

გრაფიკზე წარმოდგენილია ლუდის მწარმოებელი კომპანიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2022 წელს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...