ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით სტატიებს, რომლებშიც მოგვიწოდებენ რომ დავეხმაროთ ხალხს. მართლაც ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, იქნება ეს უცხო თუ ნაცნობი, ამიტომ აიფიემმა გადაწყვიტა გამოეკვლია თუ რამდენად გრძნობს ჩვენი მოსახლეობა სოციალურ პასუხისმგებლობას. გამოიკითხა 800 ადამიანი საქართველოს მასშტაბით.
 
დახმარება ნებისმიერს შეიძლება დასჭირდეს ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში, თუმცა რამდენად მზად ვართ გავუწიოთ დახმარება უცხო ადამიანს? პროსოციალური ქცევა მოიცავს ქცევას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისთვის დახმარების გაწევისკენ და ის უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. აიფიემის გუნდმა გადაწყვიტა გაერკვია დახმარებია თუ არარესპონდენტი უცხო ადამიანს გასული თვის განმავლობაში. გამოკითხულთა მხოლოდ 41.6-მა პროცენტმა დააფიქსირა დადებითი პასუხი (იხ. გრაფიკი 1) აქედან უმეტესობა ახალგაზრდაა. (იხ. გრაფიკი 2)

გრაფიკი 1

Who 431 geo

გრაფიკი 2

Who 432 geo

ხშირად სხვისი დახმარება მატერიალურ რესურსებს საჭიროებს ამიტომ ის ადამიანები, რომლებმაც გაუწიეს უცხო ადამიანს დახმარება, მატერიალურ ჭრილში განიხილა. გაირკვა, რომ რესპოდენტები, რომლებსაც აქვთ შედარებით მაღალი შემოსავალი, უფრო მეტად ეხმარებიან უცხო ადამიანებს, ანუ ოჯახის შემოსავალი კორელაციაშია სხვების დახმარების მზაობასთან.
 
გრაფიკი 3. ადამიანები, ვინც დაეხმარა უცხო ადამიანს  საშუალო თვიური შემოსავალის ჭრილში
Who 433 geo

სიახლეები

გამაგრილებელი სასმელები, ტელევიზია, 2021 წლის პირველი კვარტალი

  • 2021-06-28

ტელევიზიით 2021 წლის პირველ კვარტალში სულ განთავსდა (სასპონსორო და კომერციული) 44165 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით 799 562 წმ. მათი განთავსება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით კომპანიებს და...

2021 წლის რეზონანსული თემები მედიაში

  • 2021-05-11

2021 წელი კორონა ვირუსთან თანაცხოვრებით დაიწყო და გრძელდება, თუმცა არსებობს არანაკლებ მასშტაბური მოვლენები, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში,ქართულმა მედიამ ყურადღება მიაპყრო და საკმაოდ ფარ...