მარტი, I ნახევარი, 2017 წელი
 
2017 წლის მარტის პირველი ნახევრის მედიაში, ფარმაცევტული ინდუსტრიის მოთამაშეებს შორის ლიდერობს კომპანია "პე ეს პე". ინდუსტრიის მთლიანი მედია გამოვლინების 44% მოდის ამ ერთი კომპანიის აქტივობებზე. გამოვლინების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა "ავერსი"-36%.
 
Maopc1 geo
 
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ფარმადეპო" "ჯიპისის" მფლობელობაშია, ფარმაცევტული ბაზრის მედია აქტივობა ძირითადად სამ მოთამაშეზე ნაწილდება.
 
სამი ძირითადი კომპანიის შეფასებების წილი, მათ მთლიან გამოვლინებებში, მოცემულია გრაფიკზე 2. სამივე კომპანიის შემთხვევაში, ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ნეიტრალურ გამოვლინებებზე მოდის. ნეიტრალურ და პოზიტიურ გამოვლინებებს შორის სხვაობა, ყველაზე მცირეა ჯიპისის შემთხვევაში. ნეგატიური შეფასება არ გვხვდება არც ერთი კომპანიის შემთხვევაში.
 
Maopc2 geo
 
პოზიტიური ნიუსებიდან, გაშუქების სიხშირის თვალსაზრისით, აღსანიშნავია კომპანია "ავერსის" აქცია- "დედების კლუბი", რომლის მორიგი პრეზენტაციაც გაიმართა. "დედების კლუბის" წევრი ხდება ყველა დედა, ვინც "ავერსის" სააფთიაქო ქსელით სარგებლობს. კლუბის წევრებს გადაეცემათ "დედების კლუბის" ბარათი, რომელიც მათ უფლებას აძლევს, ისარგებლონ დამატებითი და საგანგებო ფასდაკლებით "ავერსის" სააფთიაქო ქსელში.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...