2017 წლის გაზაფხული
 
სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა. ახალი კომპანია გამოჩნდა "თიბისის დაზღვევის" სახით და საკმაოდ აქტიური მედია კამპანია დაიწყო. 2017 წლის გაზაფხულზე, მედია აქტივობის თვალსაზრისით, უკვე პირველ სამეულში მოხვდა.
 
"ჯიპიაი ჰოლდინგი" და "ალდაგი" ინდუსტრიის მედია გამოვლინებების 28 და 20 პროცენტს იკავებენ. "თიბისი დაზღვევის" ჩათვლით კი, სამი კომპანია მთლიანი ბაზრის მედია გამოვლინების 63%-ს ფლობს.
 
IsiM1 geo
 
სამი ლიდერი კომპანიის შეფასებით ნაწილში, ძირითადად პოზიტიური გამოვლინებები სჭარბობს. მხოლოდ "ჯიპიაი ჰოლდინგის" შემთხვევაში გვხვდება მინიმალური ნეგატივი, ერთი შემთხვევა, სადაც მომხმარებელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უჩივის კომპანიის მომსახურებას.
 
ტოპ 3 კომპანიის შეფასებების ხვედრითი წილი მთლიან მედია გამოვლიებებთან მიმართებაში
გაზაფხული, 2017 წელი
 
IsiM2 geo
 
პოზიტიური გამოვლინების ინდექსი მაქსიმალურია "თიბისი დაზღვევის" შემთხვევაში - 83%. კომპანიამ მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა აჩუქა პირველ უვიზო მგზავრს ევროპაში, რამაც განაპირობა მისი პოზიტიური მედია აქტივობის უდიდესი ნაწილი.
 
კომპანია "ალდაგს" ბაზარზე ახალი პროდუქტი "ტურის დაზღვევა" გამოაქვს, რაც გაზაფხულის სადაზღვევო სექტორის პოზიტიურ ნიუსებში, ასევე ხშირი გაშუქებით გამოირჩევა.
 
"ჯიპიაი ჰოლდინგის" შემთხვევაში, არ გვხვდება ნიუსი, რომელიც უპირობო ლიდერია პოზიტიური მიმართულებით, თუმცა გვაქვს მეტი მრავალფეროვნება, როგორიცაა ბათუმის აქციაზე დაზიანებული საპატრულო პოლიციის მანქანების ზარალის ანაზღაურება კომპანიის მიერ; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი და სადაზღვევო ბაზრის ლიდერობა.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...