კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე.
ამჯერად, წარმოგიდგენთ, სააფთიაქო ქსელების და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს.
2018 წელს, ყველაზე აქტიური სააფთიაქო ქსელი, მედიაში, გახლდათ „პე ეს პე“, რომელმაც მთელი გამოვლინების 63 % დაიკავა.

ოთხივე ძირითად, მედია აქტიურ კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, აქვს პოზიტივის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, ავერსმა“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე. მისი
სრული გამოვლინების 45%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს. ნეგატიური გამოვლინების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ოთხივე კომპანიის შემთხვევაში, თუმცა ძალიან მცირე დოზით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლინების 4% და ეკუთვნის კომპანიას „ჯიპისი“.

საკმაოდ მრავლისმომცველია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთაც განაპირობეს კომპანია „ავერსის“ პოზიტიური პროფილი, 2018 წელს და რომელიც კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა. ასევე, ნათლად იკვეთება ავერსის პოლიტიკა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. კომპანია ავერსმა, 2018 წელს არაერთი ჯილდო მიიღო, როგორიცაა საუკეთესო კომპანიის ნომინაცია, XIX ბიზნესრეიტინგის ფარგლებში. ასევე დასახელდა ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად. კომპანიამ გახსნა თანამედროვე დიზაინის ფილიალი. მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიმართულებით გაწეული ღონისძიებები. ავერსის კლინიკა; ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საქველმოქმედო ფონდ „ავერსსა“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უფასო გამოკვლევა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის ავერსის კლინიკამ ჩაატარა. 

კომპანია ასევე აქტიურად სთავაზობდა მომხმარებელს საიმიჯო აქტივობებს, როგორიცაა აქციები, მაგალითად ფრანგული დღეები ავერსში და ა.შ. „მტრედი ბარათის”
გათამაშება, სადაც სუპერპრიზი -„ერთგულების ჯილდო” 300 000 ლარი წარმოადგინა კომპანიამ, გასულ წელს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...