„აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ საბანკო სფეროს სარეკლამო სტატისტიკას. 2019 წელს ტელევიზიაში, ბანკების კატეგორიაში, სულ გავიდა 7 143 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 167 724 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ - 12 529 222 ლარი. 2019 წელს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ – 2 218 რგოლით, მეორე ადგილზეა „ტერაბანკი“ – 1 732. გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წელს ბანკების კატეგორიაში ტელევიზიით გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობები.

ქრონომეტრაჟის პარამეტრში ლიდერობს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც 76 707 წამის სარეკლამო რგოლი განათავსა, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ – 30 550 წამი, ბოლო ადგილს კი „ქართუ ბანკი“ იკავებს - 3 326 წამი. გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წელს ბანკების მიერ ათვისებული ქრონომეტრაჟი.

2019 წელს ტელევიზიით საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 12 529 222 ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ბანკმა, კომპანიის დანახარჯი მოცემულ პერიოდში შეადგენს - 6 693 214 ლარს. გრაფიკზე წარმოდგენილია ბანკების დანახარჯები 2019 წელს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...