კორონა ვირუსთან ერთად ცხოვრება ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ბევრი მოვლენა დაუკავშირდა კორონავირუსის პანდემიას. მაგალითად, ხშირად ახსენებენ განქორწინების რიცხვის ზრდას, როგორც მსოფლიო ტენდენციას, დისტანცირების და სახლში დარჩენის მოწოდების პირობებში. საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და მედიაში ვხვდებით ინფორმაციას, განქორწინებების სტატისტიკის შესახებ.
გასული 3 თვის განმავლობაში, ჯამში 70-მდე სტატია და სიუჟეტი ეხება განქორწინების თემას. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ კორონა ვირუსს ვერ დავადანაშაულებთ, აღნიშნული ტენდენციის ზრდად ხასიათში. ერთ-ერთი სააგენტოს ინფორმაციით გასულ, 2019 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 11 205 ერთეულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.9 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს რეგისტრირებულია 23 285 ქორწინების შემთხვევა, რაც 0.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. არანაკლებ მგრძნობიარე თემაა ოჯახში ძალადობა, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 60- მდე ნიუსი დაეთმო ქართულ მედიაში.
შსს სამინისტრო ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართვიანობა გაორმაგდა. „როცა მოძალადე და მსხვერპლი 24 საათი ერთ სივრცეში არიან, ფსიქოლოგიური, ემოციური ფონი უფრო მეტად დამძიმებულია“– ამბობს
„ბათუმელებთან“ ბაია პატარაია.
გრაფიკზე გთავაზობთ იმ მსხვილი, თუ ჩაშლილი თემების მედია გამოვლინების სტატისტიკას, რომელთაც კორონა ვირუსის პერიოდში, საზოგადოების აზრით და მკვლევართა დაკვირვებით, განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინეს.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...