„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ავიაციის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას.
2021 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებმა ტელევიზიასა და რადიოში სულ 2330 სარეკლამო რგოლი განათავსეს. აქედან 2247 რგოლი რადიოში გავიდა, 83 - ტელევიზიაში. სურათზე ნაჩვენებია 2021 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლების სარეკლამო რგოლების რაოდენობა ტელევიზიასა და რადიოში.

 

ტელევიზიით მთლიანობაში გასული 83 რგოლიდან 81 „ყატარის ავიახაზებმა“ განათავსა, დარჩენილი 2 რგოლი - „ტავ ჯორჯიამ“.

„ყატარის ავიახაზების“ მიერ განთავსებული ყველა რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა, „ტავ ჯორჯიას“ კი მხოლოდ „TV პირველზე“ ჰქონდა გასვლები.

2021 წელს რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო გასვლა (1275) ჰქონდა ანადოლუჯეტს (თურქეთის ავიახაზების შვილობილი კომპანია). მეორე ადგილზეა „ყატარის ავიახაზები“ 796 რგოლით. სურათზე მოცემულია 2021 წელს ავიაციის სფეროს წარმომადგენლების მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

„ანადოლუჯეტმა“ ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი (638) განათავსა „ფორტუნა პლიუს-ზე“, „ყატარის ავიახაზებმა“ რადიო პალიტრაზე (735).

2021 წელს რადიოში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა „ანადოლუჯეტმა“, რომელმაც მოცემულ პერიოდში სარეკლამო რგოლებზე 79 877 ლარი დახარჯა. მეორე პოზიციას იკავებს „ყატარის ავიახაზები“ 16 098 ლარით.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...