„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ რადიოში სადაზღვევო კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას. 2021 წელს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა რადიოში განათავსეს 2 487 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟმა შეადგინა 54 456 წამი, ხოლო გაწეულმა ინვესტიციამ 125 599 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში მონიტორინგის მონაცემების მიხედვით სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით ლიდერობს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ 2 107 რგოლით, მეორე ადგილზეა „ევროინსი“ 300 რგოლით, მესამე პოზიციას „თიბისი დაზღვევა“ იკავებს - 80 რგოლი.
გრაფიკზე წარმოდგენილია 2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამოს რგოლების რაოდენობა.

2021 წელს რადიოში სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა რეკლამის განთავსებაზე (კომერციული და სასპონსორო) ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 125 599 ლარი.
აქედან ყველაზე დიდი ინვესტიცია “ნიუ ვიჟენმა“ განახორციელა - 121 303 ლარი, მეორე პოზიციაზეა „ევროინსი“ – 3 956 ლარით. გრაფიკზე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიების მიერ რადიოში გაწეული დანახარჯები 2021 წელს.

 

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...