„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ღვინის სექტორის სარეკლამო სტატისტიკას. 2022 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 1 339 სარეკლამო რგოლი განათავსეს, ათვისებულმა ქრონომეტრაჟმა 20 003 წამი შეადგინა, გაწეულმა ინვესტიციამ 1 530 937 - ლარი.

მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი სარეკლამო გასვლა „თელიანი ველს“ ეკუთვნის - 918, მეორე ადგილზეა „კირკე“ – 154 რგოლი.
სურათზე ნაჩვენებია 2022 წლის მესამე კვარტალში ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ ტელევიზიაში განთავსებული სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

„თელიანმა ველმა“ 918 რგოლი ტელეკომპანია იმედზე განათავსა, „კირკემ“ 154 რგოლი ასევე „იმედზე“.

სურათზე ნაჩვენებია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ ტელევიზიებში განთავსებული რეკლამის რაოდენობა.

2022 წლის მესამე კვარტალში ღვინის კომპანიებმა ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური ფრაის ლისტის მიხედვით სულ დახარჯეს 1 530 937 ლარი. გრაფიკზე წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში გაწეული ხარჯები 2022 წლის მესამე კვარტალში.

სიახლეები

ლუდის მწარმოებელი კომპანიები, ტვ, 2022

  • 2023-02-07

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ ლუდის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში გან...

წვენები, ტელევიზია, 2022 წელი

  • 2023-02-01

„აი ფი ემ“ აგრძელებს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას და ამჯერად გთავაზობთ წვენების კატეგორიის სარეკლამო სტატისტიკას.2022 წელს ნატურალური წვენების წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ 17 697&n...