რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი

მიიღეთ სწრაფად და მარტივად იმდენი სამარკეტინგო ინფორმაცია, რამდენიც გჭირდებათ“!

აიფიემ კვლევები“ რეკლამის მონიტორინგის პროდუქტით საქართველოს ბაზარს 2008 წლიდან ამარაგებს და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს თავის ერთგულ და ლოიალურ პარტნიორებს.რეკლამის მონიტორინგის დეპარტამენტმა განავითარა უნიკალური და მოქნილი ვებგვერდი (www.mediamonitoring.ge/adex), რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დროულად და შეუფერხებლად მიიღოს ამომწურავი სარეკლამო ინფორმაცია თუ რომელ მედიაში (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, გარე რეკლამა), რა პერიოდში, რომელი კატეგორიები, ბრენდები, მწარმოებლები და რეკლამის განმთავსებლები იყვნენ წარმოდგენილნი და რამდენი დაიხარჯა ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიაზე როგორც ერთ, ისე მთლიანად განსაზღვრული პერიოდის ყველა მედია საშუალებაში. რეკლამის მონიტორინგში ინტეგრირებულია 4 მედია: ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო და გარე რეკლამა, რომელიც ხორციელდება სტანდარტული მედია პარამეტრების მიხედვით. რეკლამის კლასიფიკაცია ხდება საერთაშორისო, აპრობირებული სტანდარტებით და იყოფა ორ კატეგორიად, კომერციული და სასპონსორო რგოლები, პროდუქტების და სერვისების კლასიფიკაციის საფუძველზე. რეკლამის სექტორი კი იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად.  ვებგვერდის განახლებული მოდელი აგებულია მომხმარებელთა სურვილების და რეკომენდაციების საფუძველზე და მაქსიმალურად პასუხობს მუდმივად განახლებადი ბაზრის მოთხოვნებს. თითოეულ მომხმარებელს სურვილისამებრ გამოეყოფა საკუთარი user და  password, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა მიეცემათ  სრულად მოიხმარონ ვებ-გვერდი ყველა საჭირო პარამეტრით.

რეკლამის მონიტორინგი წარმოდგენილია შემდეგი კლასიფიცირებული მოდულებით:

დროის პერიოდი; პროდუქტის კატეგორია;  ქვეკატეგორია; პროდუქტის კლასი; სექტორი; ინდუსტრია; ჯგუფი;  ბრენდი; განმთავსებელი; პროდიუსერი; პროდუქტი; გაშვება;

რეკლამის მონიტორინგის ვებ-გვერდს  გააჩნია სხვადასხვა ტიპის ანგარიშის აგების შესაძლებლობა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს, როგორც დეტალური მონაცემები თითოეული სარეკლამო განთავსების თაობაზე, ასევე ჯამური მონაცემები მისთვის სასურველი პერიოდისათვის.

ანგარიშის სტრუქტურა, რომელიც კეთდება თვის, კვარტლის და წლის მონაცემებზე დაყრდნობით:

  • Quantity – რეკლამის გასვლის/განთავსების ჯამური რაოდენობა, სიხშირე;
  • Volumeრეკლამის ჯამური ხანგრძლივობა (წმ და კვ. სმ.);
  • Official Investmentრეკლამის ღირებულება ოფიციალური ფასის მიხედვით;
  • SOS & SOV - კონკრეტული ჯგუფებში (რეკლამის განმთავსებლები, მწარმოებლები, სექტორი, რეკლამის ტიპი და ა.შ.) მედია პარამეტრების წილი;
  • Simple Report- ზოგადი ანგარიში, ჯამურ ანგარიში შერჩეულ პერიოდზე და განმათავსებელზე მედია პარამეტრების მიხედვით;
  • Standart Report- სტანდარტული ანგარიში ყველა ატრიბუტის გათვალისწინებით. ანგარიში დეტალურად ასახავს თითოეული რეკლამის განთავსების შესახებ ინფორმაციას;
  • SOS & SOV;
  • Investment Share- კონკრეტულ ჯგუფში (რეკლამის განმთავსებლები, მწარმოებლები, სექტორი კატეგორია და ა.შ.) ინვესტიციების წილი კონკრეტულ ბრენდზე, პროდუქტზე, კლიპზე და ა.შ;
  • Quantity Share- გასვლის რაოდენობის მიხედვით წილი;
  • Volume Share- სარეკლამო დროის წილი;
  • Comparative statistics-შედარებითი სტატისტიკა შერჩეული პერიოდის, ინდუსტრიის, სექტორის, კატეგორიის, მწარმოებლის და კომპანიის მიხედვით);
  •  (Duration*AMR%-18+) საშუალო წუთობრივი რეიტინგი/ მოცულობაზე;
  • (Frequency*AMR%-18+) საშუალო წუთობრივი რეიტინგი/ სიხშირეზე;
  • PDI-პოზიტიური გამოვლინების ინდექსი (შედარებითი სტატისტიკა);
  • EFFECTIVE COVERAGE INDEX-„ ეფექტური მოცვის ინდექსი“; ოფიციალური ინვესტიცია/ მოცულობაზე; დაკავებული ფარების წილი/მთლიანად სარეკლამო აბრების მოცვის წილზე;

თუ გსურთ იყოთ დროში პირველები, აუწყოთ ფეხი მუდმივად ცვალებადი ბაზრის ტენდენციებს და მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, ითანამშრომლეთ ჩვენთან!

უწყვეთ ხელი საკუთარ წარმატებას!