ბიზნესის წარმატების ინდექსი

პროექტის მიზანს წარმოადგენს კომპანიების შეფასება ინდუსტრიების მიხედვით.

ეს კვლევა ეხმარება ქართულ საქმიან სტრუქტურებს მარტივი და სწრაფი მეთოდით ზოგადად მათი პოზიციების დადგენაში.

ძირითადი ინდუსტრიების შეფასება ხდება ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებით. ეს პარამეტრებია: ქველმოქმედება, არაპოლიტიზირებულობა, შემოსავლიანობა და პროდუქტის ხარისხი.

რაც უფრო ნაკლებად ახასიათებს ეს პარამეტრები ამა თუ იმ ბიზნესს, მით უფრო ნაკლებად არის გარანტირებული მისი წარმატება მომავალში.

ამ ეტაპისთის ხდება შემდეგი ინდუსტრიების შეფასება: ბანკები (1), დაზღვევა (2), მშენებლობა (3), კვების პროდუქტები (4), ლუდი და გამაგრილებელი სასმელები (5), კაფეები და რესტორნები (6), უძრავი ქონება (7), სააფთიაქო ქსელები (8).

ბიზნესის წარმატების ინდექსის განზოგადოებული შედეგები ქვეყნდება და ხელმისაწვდომია ყველასთვის. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც მუშავდება შედეგები (BSI 1.0) კი მხოლოდ ამ სერვისის ხელმომწერებს უინსტალირდებათ. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კომპანიებს თითოეული საკვლევი ინდუსტრიიდან ეძლევათ შესაძლებლობა გაანალიზონ საკუთარი პოზიცია განზოგადოებულ შედეგებში და დაგეგმონ წინსვლის ეფექტური სამარკეტინგო სვლები.