ომნიბუსური კვლევა

ყოველთვიური ომნიბუსური კვლევების პროექტის დასაწყისი საქართველოში 1998 წელია. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ეს სერვისი ბევრმა საერთაშორისო და ადგილობრივმა მწარმოებელმა შეისყიდა.

კვლევა ტარდება რესპონდენტთა ოჯახებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით

პარამეტრი
შერჩევის წერტილების რაოდენობა 100-110
შერჩევის ზომა 1200-1500
სამიზნე ჯგუფი 16+
შერჩევის დიზაინი მრავალ საფეხურიანი შემთხვევითი

კითხვარის საბოლოო ვერსია მზად უნდა იყოს ყოველი თვის 15 რიცხვისათვის.

ფასები თბილისი დიდი ქალაქები
1 დახურული კითხვა $180 $230
1 ღია კითხვა $220 $280
მონაწილეობის გადასახდი $500 $800

დემოგრაფიული ბლოკი შეიცავს შემდეგ ცვლადებს:

  • რესპონდენტის სქესი
  • ეთნიკური კუთვნილება
  • ასაკი
  • განათლება
  • დასაქმების ტიპი
  • ოჯახის შემოსავალი და სხვა

კლიენტის სურვილით, შესაძლებელია დემოგრაფიული ბლოკის მცირედი მოდიფიცირება/ცვლადების დამატება.

საველე სამუშაოების კონტროლი - 15-20%

საბოლოო ანგარიში შეიცავს:

  • სიხშირეებს
  • ქროს ტაბულაციებს
  • მონაცემთა ფაილს SPSS, ASCII ან EXCEL ფორმატში
  • ტექნიკურ ანგარიშს ქართულად, რუსულად ან ინგლისურად.

 ცხრილური კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ფასის დასადგენად