პროდუქტის ტესტირება

ეს კვლევითი კატეგორია უნიკალურია იმ კუთხით, რომ მისი კვლევის პროდუქტი თავად პროდუქტია და არა ბრენდი. ჩვეულებრივ, სამარკეტინგო კვლევები ნაკლებადაა ორიენტებული პროდუქტზე და მის გემოვნებით, ფიზიკურ თუ სხვა შიდა პარამეტრებზე. პროდუქტის ტესტი კი არსებითად პროდუქტს აფასებს და შესაძლებელს ხდის ბრენდის ღირებულებაში პროდუქტის წილის გაზრდას მისი ცალკეული პარამეტრების კორექტირების გზით. მაგალითად, საბანკო პროდუქტებში საპროცენტო განაკვეთი, ისევე როგორც სადაზღვევო პროდუქტებში დაზღვევის პირობები, თავად პროდუქტის შიდა ფიზიკური მახასიათებლებია და არა ბრენდის პარამეტრები. ასევე, გაზირებულ გამაგრილებელ სასმელში გემოვნებითი პარამეტრები პროდუქტს განეკუთვნება და არა ზოგადად ბრენდს და მისი კორექტირების ამოცანას უზრუნველყოფს პროდუქტის ტესტის კატეგორიის კვლევა.

პროდუქტის ტესტი აცილებს ბრენდს სამომხმარებლო განწყობებს და მწარმოებელს ეუბნება, თუ რა "ფიზიკური" რესურსები გააჩნია პროდუქტს ბაზარზე, რამდენად შეესაბამება პროდუქტის ფიზიკური ატრიბუტები სამომხმარებლო გემოვნებას (სწრაფად მოხმარებადი პროდუქტები) თუ საჭიროებებს (საფინანსო ინსტიტიტების პროდუქცია). პროდუქტის ტესტის ანალიზის შედეგად შესაძლებელია ბრენდინგის ეტაპის დანახარჯების ოპტიმიზაცია ბრენდის კომუნიკაციის ინტენსივობისა და ფორმატის კონცეფციის შემუშავების გზით.