სატელეკომუნიკაციო კვლევა

მთელს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების კვლევები მიმდინარეობს არა მხოლოდ სინდიკატური კვლევების მიმართულებით, არამედ სპეციალური კვლევების გზითაც. გარდა სტანდარტიზირებული და უწყვეტი კვლევებისა, რომლებსაც ყველა ქვეყანაში არსებითად საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები ახორციელებენ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აგრეთვე სპეციალურ კვლევებს. ამ მიმართულებებს "აიფიემ კვლევებში" სერვისის მარკეტინგის ჯგუფი ახორციელებს და კვლევითი ტექნოლოგიებიც შესაბამისად განსხვავდება სწრაფ მოხმარებადი პროდუქტების სამარკეტინგო კვლევითი ინსტრუმენტებისგან.

"აიფიემ კვლევებში" ტელეკომუნიკაციების კვლევითი მიმართულება 1999 წელს ჩამოყალიბდა და მისი უმთავრესი მიზანი ისეთი კვლევითი სტანდარტების შესწავლა, იმპორტი და ადაპტირება იყო, რამაც შეიძლება მაქსიმალური ეფექტი მოუტანოს აიფიემის შემკვეთებს.

სატელეკომუნიკაციო სექტორში აიფიემის მიერ ტარდება როგორც სპეციალური, ასევე სინდიკატური კვლევები. ამ მიდგომების გზით ვცდილობთ ვუჩვენოთ ჩვენს დამკვეთებს სატელევიზიო, რადიო და ნაბეჭდი მედიის სარეიტინგო პარამეტრების გაუმჯობესების გზები (1), პროდუქტის ხარისხის დახვეწის მიდგომები (2), პრობლემების აღმოჩენის ოპტიმალური მიმართულებები (3) და მათი გადაწყვეტის სხვადასხვა სამარკეტინგო ინსტრუმენტები (4).

სპეციალური კვლევითი მიდგომები

სინდიკატური კვლევებისგან განსხვავებით, სპეციალური კვლევები მხოლოდ ერთი შემკვეთის ინტერესებს ითვალისწინებს და მხოლოდ მის საჭიროებებზეა აგებული. ასეთი კვლევები მართალია მეტნაკლებად სტანდარტული საერთაშორისო კვლევითი პრაქტიკის დიზაინზე იგება, თუმცა მაინც მხოლოდ იმ პრობლემებზეა ორიენტირებული, რაც კოკნკრეტული დროის ინტერვალში შემკვეთს აქვს. ამ დროს ამოცანები შეიძლება იყოს:

1.რესურსების ათვისება (რამდენად იყენებს შემკვეთი იმ რესურსებს, რაც ინდუსტრიას აქვს, რამდენად ათვისებულია სამომხმარებლო მოთხოვნები)

2.პროდუქტების ტესტირება (რამდენად პასუხობს შემკვეთის ცალკეული პროდუქტი სამომხმარებლო მოთხოვნებს, რა მახასიათებლებია საკორექტირებელი ოპტიმალური პროდუქტის დიზაინისათვის)

3.რამდენად სრულყოფილად ესმის მომხმარებელს არსებული პროდუქტების უპირატესობები.

სპეციალური და სინდიკატური კვლევები აიფიემის მიერ ხორციელდება შემდეგი სტანდარტების გამოყენებით:

1. სტანდარტიზირებული სატელეფონო ინტერვიუები (TELE CATI) - სპეციალური მოდული, რომელიც გამოიყენება სარეკლამო ან ფრომოუშენის კამპანიების ეფექტურობის საზომად, ბრენდების ცნობადობის, გამოყენებადობის, ლოიალობის დადგენის მიზნით

2. ახალი სერვისების/პროდუქტების წინასწარი კვლევა (გამოიყენება რაიმე სიახლის მომხმარებლამდე მიტანის წინა პერიორდში, მისი ეფექტურობის და საკომუნიკაციო ნიმუშების ოპტიმიზაციის მიზნით)

3. გაყიდვების ხარისხის მართვისა და კონტროლის სტანდარტიზირებული კვლევა (SQM, Sale Quality Model). გამოიყენება პროდუქტის გაყიდვების მექანიზმების ოპტიმიზაციისათვის, გაყიდვების ეფექტურობისა და სამომხმარებლო კმაყოფილების გაზრდისათვის.

4. Mystery Shopping. გამოიყენება დანერგილი გაყიდვების სტანდარტების კონტროლის, შეფასებისა და კორექტირების მიზნით.

და სხვა უამრავი კვლევების საშუალებით.