შეფუთვის ტესტირების კვლევა

შეფუთვის ტესტირება პროდუქტის შეფუთვის, შექმნის პროცესში ურთულესი და საპასუხისმგებლო ეტაპია. თუ თქვენ გსურთ გაარკვიოთ, როგორ მოქმედებს შეფუთვა მომხმარებელზე და რამდენად წარმოადგენს ის სამომხმარებლო ქცევის დეტერმინანტს, აუცილებელია შეფუთვის გატესტირება.

შეფუთვის ტესტირება იწარმოება ფოკუსურ ჯგუფებზე, რომლის ფარგლებშიც საკვლევი პროდუქტის პოტენციური და რეალური აუდიტორია აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

პროდუქტის სავაჭრო კატეგორიასთან შესატყვისობა;

- პროდუქტის იდეისა და პოზიციონირების პარამეტრებთან შესატყვისობა: რამდენად მიიტანს შეფუთვა ადრესატამდე ამ პროდუქტის საიდენტიფიკაციო კოდს და ძირითად მახასიათებლებს;

- გასინჯვის სურვილი: რამდენად აღძრავს პროდუქტის შეფუთვა მისი შეძენის, გასინჯვის სურვილს, რამდენად ასტიმულირებს ყიდვის ქცევას.

შეფუთვის ტესტირების მიზნით ფოკუსურ ჯგუფებზე გამოიყენება SWOT ანალიზი, თავისუფალი ასოციაციების მეთოდი და პროექციული ტექნიკები.