პროდუქტის დიზაინი/შემუშავება

პროდუქტში იგულისხმება ყველა სახის პროდუქტი, მათ შორის -სერვისის პროდუქტიც. დიზაინში კი იგულისხმება პროდუქტის დიზაინი, მისი ბრენდად გახდომისათის აუცილებელი პარამეტრების ჩათვლით.

თავად პროდუქტი შედგება არა მხოლოდ პროდუქტის მიქსის ძირითადი პარამეტრებისგან. ის დამატებით შედგება იმ საშუალებებისგან, რაც ეხმარება კომპანიას, პროდუქტი ბრენდად გარდაქმნას. შესაბამისად, პროდუქტის დიზაინი ნიშნავს:

- ძირითადი სამომხმარებლო პარამეტრების კონცეფციის შემუშავებას, ფიზიკური პარამეტრების (გემოვნებითი პარამეტრები სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებისათვის, პირობები და ტარიფები სერვისის პროდუქტისათვის), მათზე სამომხმარებლო მოთხოვნილების რესურსების (სეგმენტის ზრდის პოტენციალის მოცულობა, სხვადასხვა ტიპის დანახარჯების წილი ხარჯვით სტრუქტრურაში, სხვა) გათვალისწინებით

- პროდუქტის განუყოფელი საკომუნიკაციო ატრიბუტების (სახელწოდება, შეფუთვა, სხვა) წილი ბრენდის კომუნიკაციებში

- პროდუქტის პარამეტრული (ფიზიკური ატრიბუტები) და მასზე სამომხმარებლო განწყობების არაპარამეტრული სამარკეტინგო ატრიბუტების (საპოზიციონერო პარამეტრები) დაგეგმილი (კონცეპტუალური) წილები ბრენდში

- ბრენდის კომუნიკაციის კონცეფცია და სტრატეგია

შესაბამისად, თქვენ ამ კვლევითი მიდგომის გამოყენების შემთხვევაში იღებთ ყველა რეკომენდაციას პროდუქტის შექმნის თაობაზე, ესკიზების და სხვა ვიზუალური მასალის ჩათვლით. გრჩებათ მხოლოდ მისი განხორციელება.