საფინანსო ინსტიტუტების კვლევა

2002 წლიდან "აიფიემ კვლევები" ახორციელებს კვლევებს საფინანსო ინსტიტუტებისათვის (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები).

ისეთი საფინანსო მომსახურება, როგორიცაა დაზღვევა და საბანკო მომსახურება, განეკუთვნება სერვისის ბიზნესს, ამასთან სერვისის ბიზნესის იმ ტიპს, რომელიც ოპერირებს ინფორმაციით (განსხვავებით სერვისის ბიზნესებისაგან, რომელიც ოპერირებს ადამიანის სხეულით, მაგ. ჯანდაცვა, სილამაზის სალონინივთებით, როგორიცაა ქიმწმენდა, საოჯახო ტექნიკის რემონტი და ადამიანის გონებით, როგორიცაა რეკლამაგასართობი ბიზნესი).

ინფორმაცია სერვისის ყველაზე ნაკლებად ხელშესახები ფორმაა.

საბანკო, ისევე, როგორც სადაზღვევო პროდუქტი მიუწვდომელია მომხმარებლის 5 გრძნობისათვის, განუყოფელია მწარმოებლისაგან, ახასიათებს ხანგრძლივი სასიცოცხლო პერიოდი, დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ გარემოზე. გრძელვადიანი პროგრამები მოითხოვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობის მაღალ ხარისხს. ეს, და სხვა თავისებურებები აისახება სამარკეტინგო აქტივობებში და შესაბამისად სამარკეტინგო მიქსშიც. ამდენად, საფინანსო ინსტიტუტებისათვის განკუთვნილი კვლევითი მიდგომებიც მოითხოვს სერიოზულ ადაპტირებას.

დღეისათვის საფინანსო ინსტიტუტებისათვის შექმნილია სამომხმარებლო კმაყოფილების კვლევა, რომელიც მოიცავს მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და კმაყოფილებაზე ზემოქმედ სხვა ფაქტორებს, რეკლამის ეფექტურობის კვლევა, რაც თავის თავში გულისხმობს საფინანსო ინსტიტუტების რეკლამის ეფექტურობის გასაზომ უნიკალურ ტექნოლოგიას, მისტიური მომხმარების კვლევა, რაც საფინანსო ინსტიტუტების პერსონალის სტანდარტებთან შესაბამისობის პარამეტრეის დადგენისთვის გამოიყენება და სხვა კვლევით ინსტრუმენტებს.

საფინანსო ინსტიტუტებისათვის ასევე ტარდება B2B ტიპის კვლევები, ბაზრის შეფასების კვლევები, სარეკლამო კონცეფციების ტესტირება, პროდუქტის ტესტირება და სხვა.