• 2018-05-29

კომპანია აი ფი ემ კვლევები აგრძელებს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგს და წარმოგიდგენთ 2018 წლის პირველ კვარტლის მონაცემებს მედიასაშუალებების ჭრილში.
მონიტორინიგში შემავალი კომპანიები:
 ტელე იმედი
 რუსთავი 2
 ტვ პირველი
 ჯი დი ესი
 კომედი არხი
 კავკასია
 მაესტრო
 მარაო
 მიუზიკ ბოქსი
 აჭარა
 1 არხი
სულ 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ ტელევიზიებში სულ გავიდა 148 606 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით - 3 441 986 წმ. ჯამურმა ინვესტიციამ ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა - 139 418 424 აშშ დოლარი. ვნახოთ კონკრეტულად როგორ გადანაწილდა რეკლამა სატელევიზიო არხების მიხედვით და რომელი კომპანიებში მოხდა მეტი კომერციული რეკლამის განთავსება, გრაფიკზე მოცემულია, ყველა ტიპის რეკლამის რაოდენობის წილების გადანაწილება ტელეარხების ჭრილში:

 

როგორც ვხედავთ, 2018 წლის პირველ კვარტალში მონიტორინგში შემავალ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა ტვ პირველმა მისი წილი 25,51 % ია,
მეორე ადგილზეა რუსთავი 2 – 15,77 % ით. სატელევიზიო ეთერში გადის ძირითადად ორი ტიპის სასპონსორო და კომერციული ტიპის რეკლამა, 2018 წლის პირველ კვარტალში კომერციული რეკლამების წილმა შეადგინა 78,97 %, დანარჩენი 21,03 % დაიკავა სასპონსორო რეკლამამ. საინტერესოა 2018 წლის პირველ კვარტლის მონაცემებით რომელ ტელეკომპანიაზე მოდის ყველაზე მეტი კომერციული რეკლამა. გრაფიკზე წარმოდგენილია 2018 წლის პირველი კვარტლის კომერციული რეკლამები წილები.

 

მაშ ასე, კომერციული სარეკლამო რგოლების ჭრილშიც ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი აითვისა ტვ პირველმა მისი წილი 21,42 % ია.