• 2018-06-18

საქართველოში, დაახლოებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის, საკანონმდებლო დონეზე, რეგულირების მცდელობა მიმდინარეობს. არაერთი კანონპროექტი დაანონსდა მედიაში, რომელიც როგორც ასაკობრივ, ისე სოციალური სტატუსის ჭრილში, იმ მოქალაქეთა რეესტრის წარმოებას და შესაბამისად მონიტორინგს გულისხმობს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ტიპის აზარტულ თამაშებში, გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც.
 კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, საკმაოდ გახანგრძლივდა, რაც სავარაუდოდ, კანონის სირთულეზე და სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებულ, ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. მიუხედავად არსებული ნეგატიური ფონისა, აღნიშნული ინდუსტრიის მისამართით, სათამაშო ბიზნესი საქართველოში ვითარდება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ერთგვარი პოლიტიკაცაა, საქართველოს სათამაშო ჰაბად გადაქცევა, რეგიონში. ამაზე მეტყველებს აქტიური მედია გაშუქება, ქვეყნის რეგიონებში, სათამაშო ბიზნესის ობიექტების მშენებლობის თაობაზე. მაგალითისთვის, ლაგოდეხში აკვაპარკი იხსნება. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკვაპარკი სასტუმროში განთავსდება, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია. სასტუმროს აკვაპარკთან ერთად კაზინოც ექნება.
წყალტუბოში სასტუმროს, კაზინოს ან გასართობი ცენტრის მოსაწყობად უძრავი ქონება იყიდება. 
აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის კაზინო გუდაური ფუნქციონირებს, სადაც
ასევე განთავსებულია ბარი და ლაუნჯი. ქობულეთში 200 მილიონიანი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. პროექტი 220 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, კომპლექსში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასი“ შემოდის. თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ახლადგასხსილი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერა. სასტუმროში განთავსებულია კაზინო „ავიატორი“. სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL გაიხსნა. მედია სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის, ყველაზე აქტიური ბრენდების სია, ასე გამოიყურება.