• 2019-01-20

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად გთავაზობთ 2018 წლის მონიტორინგში შემავლ ტელევიზიებში გასული რეკლამების
სტატისტიკა, ვინ გახდა წლის ლიდერი კომპანია.
2018 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა 11 სატელევიზიო არხზე:
 1 არხი
 აჭარა
 კომედი არხი
 ჯიდიესი
 ტელე იმედი
 კავკასია
 მაესტრო
 მარაო
 მიუზიკ ბოქსი
 რუსთავი 2
 ტვ პირველი
სულ 2018 წელს ტელეეთერში განთავსდა 966 168 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი - 21 576 906 წმ. ინვესტიციამ კი ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა - 870 374 358 ლარი.
გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიების წილები საერთო სარეკლამო ბადიდან, როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველა ტიპის რეკლამების რაოდენობის ჭრილში პირველ ადგილზეა ტვ პირველი, სადაც 2018 წლის განმავლობაში სულ განთავსდა 183 505 სარეკლამო რგოლი, მეორე ადგილზეა რუსთავი 2 –153 133 რგოლით, მესამე ადგილზე კი ტელე იმედი, 2018 წელს არხზე სულ განთავსდა - 140 984 რგოლი.

2018 წლის განმავლობაში ტელევიზიით სარეკლამო რგოლები განთავსდა 42 სექტორში, რაც გადანაწილდა 601 კომპანიაზე.
ყველაზე მეტი - 153 353 რგოლი განთავსდა უალკოჰოლო სასმელების სექტორში, რაც საერთო სარეკლამო ბადის 15,87 % ია, შემდეგ მოდის ჰიგიენის სექტორი 10,67 % ით. ვნახოთ 2018 წლის ტოპ ათი სექტორის წილები რაოდენობის ჭრილში.