• 2019-08-19

ქართული ეკონომიკა, ბოლო ათწლეულების მანძილზე, არასდროს ხასიათდებოდა განსაკუთრებული აღმასვლით, თუმცა განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე, გარკვეული წინსვლა და პროგრესი, შეიმჩნეოდა. 2019 წლის ზაფხულში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთმა „გარდატეხის ასაკმა“ მოუწია ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენდა სამწუხაროდ, ცვლილებები უფრო უიმედობის განცდას ბადებს, ვიდრე საიმედოობის.

გაზაფხულზე უკვე აქტუალური, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი, მკვეთრად გაუარესდა ზაფხულის განმავლობაში, მაშინ, როდესაც, ზაფხული, ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, ყოველთვის მხსნელად ევლინებოდა ხოლმე ქართულ ლარს. მიუხედავად, ყბადაღებული, რუსული სანქციებისა, ექსპერტების მოსაზრებითა და დასაბუთებით, ტურიზმის სექტორში, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა დაფიქსირდა, რაც არაკანონზომიერად აისახა ლარის კურსის რეგრესში.

გარდა ტურიზმისა, სხვა ეკონომიკური სექტორებიც განიცდის კრიზისს. საბანკო სექტორი, როგორც ქვეყნის ყველაზე აქტიური ინდუსტრია, სასესხო რეგულაციებმა, მნიშვნელოვნად დააზარალა. სასესხო რეგულაციებმა ასახვა ჰპოვა სამშენებლო, ტექნიკის, ზოგადად ვაჭრობის სფეროშიც.

ეკონომიკური სიტუაციის მედია მიმოხილვა, უფრო აქტიურია მიმდინარე წელს, ვიდრე შარშან. გაიზარდა სტატიებისა და სიუჟეტების რაოდენობა, რომელიც ეკონომიკის წამყვანი სფეროების პრობლემებსა თუ სიახლეებს ეხება.

ეკონომიკური სფეროს 6 მთავარ მიმართულებას შორის, მედია გაშუქებების გადანაწილების სტატისტიკა, 2019 წლის ზაფხულის, გასული პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ასე გამოიყურება:

მიუხედავად იმ რეგრესისა, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ, ყველა სფეროს ახასიათებს ისეთი მედია გაშქებები, რომელიც პოზიტიურ ხასიათს ატარებს და ინდუსტრიის განვითარებას მოწმობს.

მაგალითად, მოწინავე სფეროს მოთამაშეები, ფინანსური ინსტიტუტები, ზაფხულის პერიოდში, აქტიურად სთავაზობენ საზაფხულო აქციებს სესხებზე და სხვა საბანკო პროდუქტებზე. ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ან გამარტივებული იპოთეკური სესხი - ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი.