• 2019-10-15

კომპანია „აიფიემი“ აგრძელებს სეზონურად აქტიური ინდუსტრიების მედია აქტივობის შესწავლას. გასული წლის შემოდგომაზე, გამოვაქვეყნეთ ღვინის მწარმოებელი კომპანიების მედია გაშუქების სტატისტიკა. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის, შემოდგომის გასული პერიოდის განმავლობაში, ინდუსტრიის პირველი ხუთეული, მედია გამოვლინებების რაოდენობის მიხედვით, ფაქტობრივად შეცვლილია და მხოლოდ ერთი კომპანია ემთხვევა, შარშანდელი ხუთეულის წარმომადგენლობას. ეს არის „თელავის ღვინის მარანი.“ 2019 წლის ლიდერი კომპანია კი „ღვინის ქარხანა #1“ გახლავთ.
მედიაში გაშქებული ნიუსების სიხშირის თვალსაზრისით, 2018 წლის შემოდგომის, ლიდერი ღვინის მწარმოებელი კომპანია გახლდათ „მეღვინეობა ხარება“.

2019 წლის ლიდერი კი „ღვინის ქარხანა #1“, რომლის მიერ დაკავებული მედია გაშქების წილი, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და 50%-ს უახლოვდება.

წარმოდგენილი ხუთი კომპანიიდან 4-ის სენტიმენტალური პროფილი პოზიტიურია. ერთი კომპანია, მხოლოდ ნეიტრალურად გააშუქა მედიამ, ხოლო ნეგატიური ინფორმაცია, მედიაში ყველაზე აქტიური ხუთეულის ფარგლებში, არ გვხვდება. პოზიტიური ინფორმაციის გაშუქების მაჩვენებლით, „შილდას ღვინის ქარხანა“ ლიდერობს. კომპანიის შესახებ გაშუქებული ინფორმაციის 100%, პოზიტიურია.

კომპანია შილდას პოზიტიური პროფილი განაპირობა ინფორმაციამ, საერთაშორისო გამოფენა-Riga Food 2019-ს თაობაზე, სადაც წარმოდგენილ ქართულ პროდუქციას შორის, კომპანიის პროდუქციაც მოხვდა. საინტერესოა სეზონის ლიდერი კომპანიის მედია აქტივობაც. საქმე ეხება გახმაურებულ დავას, „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.